"ლესტერ სიტის" ლეგენდარულმა კაპიტანმა ვეს მორგანმა კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
იამაიკელმა ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე 37 წლის ასაკში ჩამოკიდა. მორგანი "ლესტერში" 2012 წლიდან თამაშობდა და 323 თამაშში 14 გოლი გაიტანა. სწორედ ის იყო იმ გუნდის კაპიტანი, რომელმაც 2016 წელს პრემიერლიგა მოიგო და იმ სეზონში 38-ვე შეხვედრაში ითამაშა (2 გოლი) და ისტორიულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის ასოციაციის თასიც მოიგო, რაც "ლესტერის" ისტორიაში პირველად მოხდა.
მორგანი "ლესტერის" გარდა, "ნოტინგემ ფორესტიც" ლეგენდაცაა, სადაც მისი კარიერა დაიწყო და 2002-2012 წლებში 402 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. იამაიკის ნაკრებში მან 2013-2016 წლებში 30-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.