მემფის დეპაი "ლიონს" დატოვებს. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და როგორც თვითონ აღნიშნა, კარიერა ევროპის წამყვან კლუბში სურს.
"ლიონში" ძალიან შევიცვალე. აქ გავიზარდე და კაცი გავხდი. ლიონი ჩემი სახლი გახდა. უცნაურია იმაზე ფიქრი, რომ კვირას ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ ნიცას წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება მაყურებლების გარეშე, ცარიელ სტადიონზე ჩემი მეგობრების, გულშემატკივრებისა და ოჯახის გარეშე მომიწევს. ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე, გავხდი კაპიტანი და თავს უკეთეს ფეხბურთელად ვგრძნობ.
"ლიონში" რაც დამაკლდა, დიდი ტიტულის მოგებაა. ძნელია ამ გუნდთან დამშვიდობება ტიტულის მოპოვების გარეშე. ფინალი, რომელიც შარშან პსჟ-სთან წავაგეთ, ძალიან მაწუხებს. თუმცა, აქ ბედნიერი ვიყავი და ოლა დიდებული პრეზიდენტია. ვოცნებობ, რომ ტოპ ხუთი ლიგის ერთ-ერთ საუეკეთესო გუნდში ვითამაშო. სად იქნება ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი მიზანია", - თქვა დეპაიმ.
შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი "ლიონში" 2016 წლიდან თამაშობს და 176 მატჩში 75 გოლი გაიტანა. 27 წლის ნიდერლანდელი ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მას ყველაზე აქტიურად "ბარსელონას" უკავშირებენ.