ფეხბურთი

13:52 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია "ანორთოსისს" დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც ის კვიპროსულ გუნდს დაემშვიდობა.

"ბედნიერი და გახარებული ვარ რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! მთელი წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, წარუმატებლობა, მაგრამ როდესაც წელს ტიტულით ამთავრებ, ბედნიერებაა!

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება და ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმ ემოციებისთვის, რაც ფინალის წინ მივიღეთ, რამაც მოგვცა ძალიან დიდი მუხტი და ძალა თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა!

მადლობა "ანორთოსისის" თითოეულ წევრს იმისთვის, რომ გუნდის ოჯახის წევრად მიმიღეს, რამაც ადაპტაცია ძალიან გამიმარტივა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მათგან ყოველთვის 100%-იანი ნდობა მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო! განსაკუთრებული მადლობა კვიპროსელ გულშემატკივარს. მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება", - დაწერა ქვილითაიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი კვიპროსულ კლუბში "გენტიდან" იჯარით იმყოფებოდა და ბელგიური კლუბი მის გამოსასყიდ თანხად ნახევარ მილიონ ევროს ითხოვს.

0.133717