ფეხბურთი

11:46 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალბუენამ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას გამოძახებაზე ისაუბრა

პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ნახევარმცველმა მატიე ვალბუენამ საფრანგეთის ნაკრებში კარიმ ბენზემას დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არავისგან ელოდება ახსნა განმარტებას და მათ შორის, არც დიდიე დეშამისგან.

"ამ თემაზე კომენტარი არ მაქვს. თუ მას შეუძლია საფრანგეთის ნაკრებში თამაში, შესანიშნავია, სათქმელი არაფერი მაქვს, ეს მწვრთნელის არჩევნია. ყველა შემთხვევაში დიდიე დეშამი გამარჯვებული იქნება. თუ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ ნაკრებს წაადგება, ვიტყვით, რომ დეშამი კარგად მოიქცა, თუ არადა, მას არავინ არაფერს დააბრალებს. მწვრთნელი მელაპარაკა? არა, სალაპარაკო არაფერია, დიდიესგან და სხვებისგანაც არაფერს ველი", - თქვა ვალბუენამ.

შეგახსენებთ, რომ მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული ვიდეოების შანტაჟის გამო კარიმ ბენზემა მატიესთან ერთად საფრანგეთის ნაკრებიდან 2015 წელს მოკვეთეს. თუმცა, 6 წლის შემდეგ დეშამმა "რეალის" ფორვარდი გუნდში დააბრუნა და ევროპის ჩემპიონატისთვის გამოიძახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117969