ფეხბურთი

22:19 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" რონალდუ შესაძლოა გრიზმანმა შეცვალოს

კატალონიის "ბარსელონაში" ანტუან გრიზმანის მომავალი გაურკვეველია და შესაძლოა ფრანგმა ფორვარდმა ზაფხულში ესპანური გრანდი დატოვოს. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, "ბარსას" ხელმძღვანელობა გრიზმანზე იმედს არ ამყარებს და იმედოვნებს, რომ მას მადრიდის "ატლეტიკოს" ჟოაოა ფელიქსში გაუცვლის. გარდა ამისა, სახელდება "იუვენტუსის" ვარიანტიც. იმ შემთხვევაში თუ ტურინულ გრანდს კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს, აქცენტი შესაძლოა გრიზმანზე გაკეთედეს.

ნათელია, რომ რონალდუს შემცვლელად "იუვეს" ხმაურიანი შენაძენის გაკეთება მოუწევს და საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" 2019 წელს შეუერთდა, მაგრამ მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა. კატალონურ გრანდში მან 98 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115237