ფეხბურთი

15:19 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რივერ პლეიტის“ კარში ნახევარმცველი ჩადგა

ბუენოს აირესში, ლიბერტადორესის თასის D ჯგუფის მატჩში, „რივერ პლეიტმა“ კოლუმბიურ „სანტა-ფეს“ 2:1 მოუგო. მასპიძელთაგან გოლები ფაბრისიო ანხილერიმ და ხულიან ალვარესმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი კელვინ ოსირიომ გამოიჩინა.

საინტერესოა, რომ თამაშოს წინ „რივერის“ ბევრი მოთამაშე, მათ შორის, ოთხივე მეკარე, კოვიდ 19-ით დაავადდნენ. შედეგად, კარში „ვალენსიის“ ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, ენცო პერესი ჩადგა და მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი - 5 სეივი მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130143