ფეხბურთი

13:46 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

„ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად კი „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

ჯერარდი „ლივერპულის“ აკადემიის აღზრდილია და გუნდში 1998-2015 წლებში თამაშობდა. პრემიერლიგაში 504 მტჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. „ლივერპულთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, ორჯერ ინგლისის თასი და ამდენჯერვე ქვეყნის სუპერთასი.

წინა დღეებში დიდების დარბაზში შეიყვანეს: დენის ბერხკამპი, ფრენკ ლამპარდი, ალან შირერი, ტიერი ანრი, როი კინი და ერიკ კანტონა.

0.117832