საფრანგეთის თასის ფინალში „მონაკოსთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:
„ტიტულით უნდა ვისიამოვნოთ. მაგრამ მთავარია, რომ ხალხი გავახარეთ. აბა, შეხედეთ, როგორი ბედნიერები არიან.
ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ვარჯიშებზე, რათა ასეთი ემოციები, ჯილდოები და აღიარება მივიღოთ.
როცა პსჟ-ში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობ, ყოველ წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ისტორიისთვისაა საჭირო. ჩვენ ხომ შედარებით ახალგაზრდა კლუბი ვართ.“ - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Goal.