ფეხბურთი

10:24 | 20.05.2021 | ნანახია NaN - ჯერ

კლოპი: „ბარნლისთან“ შეხვედრა ნახევარფინალს ჰგავდა“

პრემიერლიგის 37-ე ტურში სტუმრად „ბარნლისთან“ გამარჯვების შემდეგ (0:3), „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ეს მატჩი ნახევარფინალს ჰგავდა. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად აუცილებლად უნდა მოგვეგო და ეს მოვახერხეთ. ცხრილში პოზიცია გავიუმჯობესეთ. თუმცა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ახლა ფინალი დაგვრჩა სათამაშო.

დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მალე მოვახერხებთ აღდგენას. მოუთმენლად ველი „ენფილდზე“ 10 ათასი ქომაგის ხილვას.“

ახლა „ლივერპულს“ 66 ქულა მოუგროვდა. ამდენივე აქვს „ლესტერსაც,“ მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით, მეოთხე ადგილზე „წითლები“ არიან. კვირას, 23 მაისს, ბოლო ტურში, ისინი „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:19 | 17.07.2021
Dato1992 (177)

ისე ნომერ პირველი კონტენდერია ასეც და ისეც

13:19 | 17.07.2021
Dato1992 (177)

წინა ოლიმპიადებზე 2სეტის მოგებამდე იყო ხოლმე და ამიტომ იმდენად ფავორიტი ვერააა როგორც შლემებზე

12:10 | 17.07.2021
KoRBeN DaLLaS (24824)

რა ენაღვლება რაა... ჩოგნის მაგივრად დაჭეჭყილი ტაფა რომ დააჭერინონ ხელში, იმითაც მთავარი ფავორიტი იქნება ყველგან

0.128531