ფეხბურთი

1:56 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ საფრანგეთის თასი ბოლო 7 სეზონში მეექვსედ მოიგო

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის თასი მოიგო. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა „სტად დე ფრანსზე“ „მონაკო“ დამაჯერებლად და უპრობლემოდ დაამარცხა.

პარიზელთა უპირატესობა აშკარა იყო და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებიათ. ანგარიში სწრაფადვე გაიხსნა. „მონაკოს“ მცველის შეცდომით კილიან მბაპემ ისარგებლა და მაურო იკარდის ცარიელ კარში გაატანინა.

მატჩის მიწურულს მბაპემ თავადვე გაიტანა, სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პსჟ-მ საფრანგეთის თასი მე-14-ედ მოიგო და მათ შორის, ბოლო 7 სეზონში მეექვსედ, რაც მართლაც დიდებული შედეგია.

პსჟ ახლა საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მაგრამ ბოლო ტურში საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული და „ლილი ერთი ქულით უსწრებს.

„მონაკო“ – „პარი სენ ჟერმენი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 იკარდი (19), 0:2 მბაპე (81)

0.127201