ფეხბურთი

19:54 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და შედეგად, ოთხი მეოთხედფინალისტიც გამოვლინდა.

„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგა 2-ის აუტსაიდერ „ჩიხურას“ და გადახალისებული შემადგენლობითაც ძალიან ადვილად მოიგო - 5:0. გია გეგუჩაძის გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა ვამარა სანოგომ. მის გარდა, გაგი მარგველაშვილმა, თორნიკე გაფრინდაშვილმა, გიორგი ნიქაბაძემ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს. ამრიგად, ბათუმელები აგრძელებენ ტიტულისთვის ბრძოლას და მეოთხედფინალში არიან.

თბილისის „ლოკომოტივმაც“ ადვილად მოიგო და შინ „თელავი“ ირაკლი სიხარულიძისა და ულად-ომარ იმრანის მატჩის დასაწყისში გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ გამარჯვებით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში ითამაშებენ „გაგრა“ და „გარეჯი“, რომლებმაც ერთნაირი ანგარიშით 1:0 შესაბამისად, მარტვილის „მერანი“ და „დინამო თბილისი 2“ დაამარცხეს.

საქართველოს თასის დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალური მატჩი 20 მაისს გაიმართება.

„მერანი“ (მრ) – „გაგრა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ხოსიტაშვილი (73, პენ)

„ლოკომოტივი“ – „თელავი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (8), 2:0 იმრანი (23)

„ჩიხურა“ – „დინამო ბათუმი“ 0:5 (0:1)

გოლები: 0:1 მარგველაშვილი (45), 0:2 სანოგო (49), 0:3 გაფრინდაშვილი (55), 0:4 ნიქაბაძე (70), 0:5 ფანცულაია (85)

„დინამო თბილისი 2“ – „გარეჯი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ხარებაშვილი (32)

0.11031