საფეხბურთო კლუბი "მალიორკა" ლა ლიგას დაუბრუნდა. ლუის გარსიას გუნდმა ლა ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება.
18 მაისს გიორგი მაკარიძის გუნდმა "ალმერიამ" "კარტახენასთან" სტუმრად 2:3 წააგო და "მალიორკას" ორი ტურით ადრე რვა ქულით ჩამორჩა. ""მალიორკა" ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოს 2019/20 წლების სეზონში თამაშობდა. ამ გუნდის გარდა, ლა ლიგაში პირველადგილოსანი "ესპანიოლი" დაწინაურდა.