ფეხბურთი

18:42 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ხვიჩას აქ დარჩენის შანსი იგივეა, როგორც ქუჩაში დინოზავრი შეგხვდეთ"

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბმა მას განვითარებაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

„ხვიჩას „რუბინში“ დარჩენის შანსი იგივეა, როგორც ქალს ტვერის ქუჩაზე დინოზავრი შეხვდეს... ყოველთვის სამწუხაროა ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა, მაგრამ ის ეზოში ბებიასთან ერთად არ ჩადის ბურთის სადევნად. სავარაუდოდ, ევროპის ტოპჩემპიონატში გადავა. ეს არის კლუბის მენეჯმენტის სოციალური პასუხისმგებლობა ფეხბურთელის წინაშე. ასეთი მოთამაშეები უნდა გაათავისუფლო. მონაწილეობ მის განვითარებაში, გსიამოვნებთ მისი თამაში, ის იზრდება როგორც სპორტსმენი და არ გაქვს უფლება ხელი შეუშალო“, - თქვა იაროვინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2020-2021 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და ოთხჯერაც პენალტი მოიპოვა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

0.11231