ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს უარყოფითი ბალანსი გაიფორმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით წააგო.
ეს აღნიშნული წყვილის მე-5 დაპირისპირება იყო და ჩვენებურის მეტოქემ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე - 3:2-ზე შეამცირა.
ამრიგად, ტოჩის 8 მარცხის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 3 მოგება აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ რეიტინგში რეგრესი ელის, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მარგაშირა ჰოშორიუ იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.