ფეხბურთი

11:56 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რივერი" ლიბერტადორესის თასის მატჩს 10 ფეხბურთელით და მეკარის გარეშე ითამაშებს

არგენტინულ „რივერ პლეიტში“ კორონავირუსის აფეთქებაა, მაგრამ კონმებოლის ფედერაციამ უარყო ბუენოს აირესელთა თხოვნა, ლიბერტადორესის მეხუთე ტურის მატჩი, „სანტე ფესთან“ გადაედოთ.

საქმე ისაა, რომ ინფიცირებულთა შორის არის ყველა მეკარე და შესაბამისად, „რივერს“ კოლუმბიელებთან დაპირისპირება მეკარის გარეშე უწევს. ერთადერთი გამოსავალი იქნება, რომ ეს ფუნქცია მინდვრის მოთამაშემ შეითავსოს.

ამ ეტაპზე რამდენიმე ვარიანტი განიხილებაა, მათ შორის ენცო პერესი, რომელსაც შესაძლოა 90 წუთის განმავლობაში მეკარეობა მოუწიოს. მთლიანობაში "რივერი" ამ თამაშითვის სულ რაღაც 10 ფეხბურთელით ემზადება.

აქვე გეტყვით, რომ „რივერ პლეიტისა“ და „სანტა ფეს“ შეხვედრა 20 მაისსა დაგეგმილი.

0.136088