ფეხბურთი

12:32 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა არაა. როგორც რამდენიმე დღის წინ დააანონსდა, განაცხადში არაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ტრავმირებულია.

ლეგენდარული შვედი ნაკრებში მარტში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურდა, მაგრამ ტრავმამ მას ხელი შეუშალა. ზლატანის გარეშე კი, შვედების შემადგენლობა ევრო 2020-ზე ასეთი იქნება.

მეკარეები: კარლ-იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი, თიურქეთი), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი)

მცველები: ლუდვიგ აუსუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), მარკუს დანიელსონი (დალიან იფანი, ჩინეთი), ანდრეას გრანქვისტი (ჰელსინბორგი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), პონტუს იანსონი (ბრენტფორდი, ინგლისი), ემილ კრაფტი (ნიუკასლ იუნაიტედი), მიქაელ ლუსტიგი (აიკ), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარტინ ულსონი (ჰელსინბორგი)

ნახევარმცველები: ეინს-ლუის კაიუსტე (მიდტიულანდი), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი, გერმანია), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), სებასტიან ლარსონი (აიკ), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი, რუსეთი), რობინ ქუაისონი (მაინცი, გერმანია), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია), გუსტავ სვენსონი (სიეტლ საუნდერსი, აშშ)

თავდამსხმელები: მარკუს ბერგი (კრასნოდარი, რუსეთი), ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი), ჯორდან ლარსონი (სპარტაკი, რუსეთი)

შეგახსენებთ, შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. სკანდინავიელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან და სტოკჰოლში 1:0 მოიგეს, ხოლო საქართველოს 11 ნოემბერს ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132944