ფეხბურთი

11:25 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული კაპიტანი როი კინი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ირლანდიელი მეოთხე ფეხბურთელია, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო.

როიმდე პრემიერლიგის დიდების დარბაზში ტიერი ანრი, ერიკ კანტონა და ალან შირერი მოხვდნენ. ამ ოთხეულს კიდევ ოთხი ფეხბურთელი დაემატება.

აქვე გეტყვით, რომ როი კინი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1993-2005 წლებში თამაშობდა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 366 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 33-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. კინი პრემიერლიგის 7-გზის ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116852