ფლოიდ მეივეზერი მზადაა, კონორ მაკგრეგორს კიდევ ერთხელ შეხვდეს. მათი პირველი ბრძოლა 2017 წელს გაიმართა და ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. „სანი“ მათს შესაძლო დაპირისპირებას, მილიარდ დოლარიან შეხვედრად მოიხსენიებს.
მათ შორის მოლაპრაკება მაშინაც მიმდინარეობდა, როცა მაკგრეგორი დასტინ პუარიესთან რემატჩისთვის ემზადებოდა. UFC-ს წესებით ბრძლა პუარიეს გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ, მაკგრეგორმა და პუერიემ, მესამე შეხვედრა დათქვეს (10 ივლისს), მეივეზერი კი იუთუბერ ლოგან პოლს შეუთანხმდა (ბრძოლა 6 ივნისს შედგება).
პარალელურად, ჯერაც უძლეველმა მოკრივემ (50 ბრძოლა და ყველა მოგება) მკგრეგორთან მოლაპარაკება განაახლა.
მეივეზერის წარმომადგენელმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „სანთან“ საუბრისას განაცხადა: „ფლოიდი ძალიან მონდომებულია. მას სურს, რომ ბრძოლა მომავალ წელს ჩატარდეს. ის ყველას ეუბნება, რომ მისი ჩემა სურს. ფლოიდი მზადაა, მაკგრეგორის წონაში თავისი ყველა სარტყელი გამოიტანოს. ის დარწმუნებულია, რომ მაკგრეგორს ისევ იოლად მოუგებს. ის მთლიანად კრივზეა გადართული. თავის მეგობარ ქალს სთხოვა კიდეც, რომ დროებით არ შეხვდეს, რათა ვარჯიშისას ყურადღება არაფერზე გადაიტანოს“.







