ფეხბურთი

1:24 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

როი ჰოჯსონი კარიერას ასრულებს

ინგლისელი სპეციალისტი როი ჰოჯსონი მიმდინარე სეზონის შემდეგ „კრისტალ პალასს“ დატოვებს და სამწვრთნელო კარიერასაც დაასრულებს. ამის შესახებ 73 წლის სპეციალისტმა განცხადება თვითონ გააკეთა.

ჰოჯსონის განცხადებით, მას სურს, რომ ახლა უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოს, რაც ინტენსიური მუშაობის პერიოდში არ შეეძლო და მოგზაურობასაც აპირებს.

როი ჰოჯსონის პირველი პროფესიონალური კლუბი შვედური „ჰალმშტადტი“ იყო, რომელსაც 1976-1980 წლებში ავარჯიშებდა. 45-წლიან კარიერაში როიმ არაერთ გუნდში იმუშავა, მათ შორის იყო „ლივერპული“ და მილანის „ინტერი“.

გარდა ამისა, ჰოჯსონის კარიერაში სამი ეროვნული ნაკრებიცაა - შვეიცარიის, ფინეთისა და ინგლისის.

0.113602