ფეხბურთი

0:23 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისი: "ევროპის ჩემპიონატზე არ ვითამაშებ და ამ დროს დასასვენებლად გამოვიყენებ"

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მარკო როისის გარეშე ითამაშებს. გადაწყვეტილება თვითონ ფეხბურთელმა მიიღო, რომელსაც სურს, რომ ზაფხულში კარგად დაისვენოს და მომდევნო სეზონს კარგ კონდიციაში შეხვდეს.

„რთული და დამღლელი სეზონის შემდეგ, რომელშიც ღმერთის წყალობით მიზნებს მივაღწიეთ, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთად ერთად გადავწყვიტე, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ვითამაშო. გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო, რადგან ყოველთვის სიამაყით ვარ სავსე, როდესაც ჩემი ქვეყნისთვის თამაშის უფლება მაქვს. ჩემთვის ძალიან ინტენსიური წლის შემდეგ და „დორტმუნდთან“ ერთად მიზნების მისაღწევად, გადავწყვიტე, რომ ჩემს სხეულს დასვენებისთვის დრო მივცე. ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ახალი სეზონი ოპტიმალურად დავიწყო“, - წერს როისი ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისმა გერმანიის ნაკრებში ბოლოს 2019 წლის შემოდგომაზე, ხოლო მთლიანობაში 44-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა.

0.116036