თემურ ქეცბაია დიდი ალბათობით ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დარჩება. კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველ სპეციალისტს კლუბის ხელმძღვანელობამ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც თემურ დათანხმდება.
ქეცბაიას მუშაობით „ანორთოსისში“ კმაყოფილები არიან, განსაკუთრებით მას მერე, რაც კლუბმა 13-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიგო. ამიტომაც, მისი შენარჩუნება სურთ და სავარაუდოდ, დადებით შედეგსაც მიაღწევენ.
თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წელს დაბრუნდა და რამდენიმე დღის წინ კვიპროსის თასი მოაგებინა. ამ ტიტულამდეც ფამაგუსტელებს ბოლო ტიტულები ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჰქონდა მოპოვებული - 2007 წელს კვიპროსის თასი და 2008 წელს კვიპროსის ჩემპიონობა.