ფეხბურთი

12:55 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები მზადებას იწყებს და სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 24 მაისიდან დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და 31 მაისის ჩათვლით თბილისში საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

ფრანგმა სპეციალისტმა რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს სამგურალის მაისურით ხუთი გოლი გაიტანა.

ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. რუმინეთისა და საქართველოს მატჩი 2 ივნისს, ქალაქი პლოიეშტი გაიმართება, ხოლო 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

0.154856