ფეხბურთი

10:23 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ კუმანს სეზონის დამთავრებისთანავე დაითხოვს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გათავისუფლება გადაწყვიტა - გვამცნობს RAC1.

წყაროს ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მათ პრიმერას 37-ე ტურში „ბარსას“ „სელტასთან“ წაგების შემდეგ (1:2) მიიღეს, რის შემდეგაც კატალონიელებმა ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგეს და მესამე ადგილზე დგანან.

ესპანური მედია ნიდერლანდელის სამი სავარაუდო შემცვლელის ვინაობას ასახელებს. ესენი არიან: „ბარსელონა B“- ს თავკაცი ჩავი გარსია პიმენა, ყატარის „ალ-სადის“ დამრიგებელი ჩავი ერნანდესი და „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი.

0.11913