სხვა

0:47 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

შონტე ლოუმ კიბო და კოვიდი დაამარცხა და ოლიმპიადას უმიზნებს

ოლიმპიური მედალისტი სიმაღლეზე ხტომაში, ამერიკელი შონტე ლოუ პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ორი წლის წინათ, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომლის მკურნალობასაც, ორივე მკერდის მოკვეთა და ქიმიოთერაპია დასჭირდა. წარმატებული მკურნალობის შემდეგ, კორონავირუსით დაავადდა, მაგრამ ამ ავადმყოფობასაც აჯობა და ახლა შეერთებული შტატების ოლიმპიურ გუნდში მოხვედრისთვის ბრძოლას აპირებს.

როდესაც 37 წლის ლოუ ვარჯიშს ლოუ ვარჯიშს დაუბრუნდა, ის მკერდში, ზურგსა და ფილტვებში სიმძიმეს გრძნობდა. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და სიმძიმეც დავიწყებას მიეცა. მალე იუჯინში (შტატი ორეგონი) აშშ-ის მძლეოსანთა ოლიმპიური ნაკრების შესარჩევი ტურნირი გაიმართება. ლოუ მასში მონაწილეობას აპირებს. და რა თქმა უნდა, მიზანი ტოკიოში ასპარეზობის უფლების მოპოვებაა. თუ ამას შეძლებს, ეს უკვე დიდი გამარჯვება იქნება, შესაძლოა ოლიმპიური ოქროს ტოლფასი.

„ახლა იმას ვცდილობ გავიგო, რა დონეზე ვარ მომზადებული. იმედი მაქვს, რომ ძალა სრულად დამიბრუნდება. სიმართლე რომ ვთქვა, თავადაც არ ვიცი, რა დონეზე ვარ. ის ვიცი, რომ უკან დამხევი არ ვარ. მთელ ჩემს შესაძლებლობებს გამოვიყენებ, რათა გუნდში მოვხვდე“, - ამბობს ლოუ.

მას ჰელსინკის 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონტზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დაეუფლა, ისტანბულის 2012 წლის დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

გარდა იმისა, რომ ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად ემზადება, ლოუ მძიმე სენთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას, იმ ადამიანებს უზიარებს, ვისაც სიცოცხლისთვის ბრძოლა წინ აქვთ.

„საშუალოდ რვიდან ერთი ქალი, თავისი ცხოვრების განმავლობაში, მკერდის კიბოთი ავადდება. ამიტომ მინდა, რომ ჩემი გამოცდილება ბევრს გავუზიარო. შესაძლოა ბევრი გაიგებს ჩემს ისტორიას და მეტ ყურადღებას მიაქცევს საკუთარ თავს, რათა კიბოთი დაავადება ადრეულ სტადიაზევე დაადგინოს. როცა ასეთი რამ ხდება, მაშინ იმედის ისტორია იწყება. ყველა ჩვენგანს ბევრი სირთულის გადალახვა უწევს. მთავარია, ამ სირთულეებთან გამკლავების გზებს მივაგნოთ“, - დასძენს ლოუ.

„დღეს მე კიბოსგან თავისუფალი ვარ და ჩემი ისტორია, კარგი ისტორიაა. კიდევ ერთი დღე მაქვს ნახტომისთვის და ეს შესანიშნავია. მე კიბოსგან თავისუფალი ვარ“!

შეერთებული შტატების მძლეოსანთა შესარჩევი ტურნირი 18 ივნისს დაიწყება.

0.115596