ფეხბურთი

19:40 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "იუვედან" მიდის? მისი მანქანები ტურინიდან წაიყვანეს (+VIDEO)

კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა "იუვენტუსიდან" სეზონის ბოლოს წავიდეს.. ყოველშემთხვევაში, პორტუგალიელი ფეხბურთელის ძვირადღირებული მანქანები ტურინიდან სატვირთო ავტომობილებით წაიყვანეს.

იტალიური მედიის ცნობით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რონალდუ ტურინის დასატოვებლად ემზადება. კრიშტიანუს "იუვედან" წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ და მას პსჟ-ს უკავშირებენ.

36 წლის პორტუგალიელ შემტევს იტალიურ გრანდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ თუ "იუვე" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, რონალდუს დარჩენა ალბათ საბოლოოდ გამოირიცხება. რონალდუ "იუვენტუსის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და 132 თამაშში 101 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11757