ფეხბურთი

14:10 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაკო გვილიამ "ლეგია" დატოვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ ვარშავის "ლეგია" დატოვა. ინფორმაცია პოლონური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ქართველ ნახევარმცველს მადლობა გადაუხადეს და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვეს.

ვაკომ "ლეგიაში" 2 სეზონი გაატარა და 2-ჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი. მან პირველი სეზონი მარალ დონეზე ჩაატარა და 47 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება 2020-2021 წლების სეზონს, ქართველმა ფეხბურთელმა 24 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.126374