ფეხბურთი

10:57 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ტყუილია, ფეხბურთელებს როგორ ვეტყოდი, რომ მივდივარ?"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებს უკვე აცნობა სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლის შესახებ. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ის ახლა მხოლოდ სეზონის დასრულებაზეა კონცენტრირებული.

„სიმართლე არ არის, რომ თითქოს ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ „რეალს“ ვტოვებ. როგორ შემეძლო ფეხბურთელებისთვის მეთქვა, რომ „რეალიდან“ მივდივარ? მე მხოლოდ ამ სეზონის დასრულება მაინტერესებს, ამის შემდეგ კი ყველაფერს ვნახავთ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ესპანური მედიის მტკიცებით, ის გუნდს სულ მალე დატოვებს. „სამეფო კლუბი“ ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის და ბოლო ტურში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება, მაგრამ ლიდერ „ატლეტიკოს“ 2 ქულით ჩამორჩება და მეტოქის შედეგზეა დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133441