სხვა

1:44 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეგან ბერნალმა ჯიროს მეცხრე ეტაპი მოიგო და ლიდერი გახდა

ტურ დე ფრანსის ყოფილმა ჩემპიონმა, კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა, ჯირო დ’იტალიას მეცხრე ეტაპი მოიგო და ველომარათონის ლიდერის ვარდისფერ მაისურსაც დაეუფლა.

„ინეოს გრენადერსის“ ლიდერმა, ბოლო კილომეტრზე, რომელიც გრუნტიან აღმართზე იყო გასავლელი, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. მან 7-7 წამით აჯობა მეორე და მესამე გასულ იტალიელ ჯულიო ჩიკონეს (ტრეკ სეგაფრედო) და რუს ალეკსანდრ ვლასოვს (ასტანა). გამრჯვებულს 10 წამით ჩამორჩა რბოლის ერთ-ერთი ფავორიტი, ბელგიელი რემკო ევენპოელი (დესონინკ-ქვიკ-სტეპი).

„არ მჯერა, რაც მოხდა. შარშანდელი ტურის შემდეგ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი“, - განაცხადა ბერნალმა, ვისაც გასული სეზონის ტურ დე ფრანსის შემდეგ, წელის ტკივილი აწუხებს. ჯიროს მეცხრე ეტაპის მოგების შემდგ, ის საერთო კლასიფიკაციაში 15 წამს უგებს ევენპოელს.

ყოფილმა ლიდერმა, უნგრელმა ატილა ვალტერმა (გრუპამა-FDJ) ბერნალთან 43 წამი წააგო და მეხუთეზე გადაინაცვლა.

158-კილომეტრიანი სამთო ეტაპის მე-40 კილომეტრზე, მძიმე ინციდენტი შეემთხვა სლოვენიელ მატეი მოჰორიჩს (ბაჰრეინ ვიქტორიოუს), ვინც დაღმართზე მოძრაობისას, ამოყირავდა და თავით დაეცა. გუნდის განცხადებით, ველომრბოლი გამოკვლევისთვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091032