ფეხბურთი

1:14 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მერებაშვილმა "ვისლა" დატოვა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ ღირსებას აღარ დაიცავს. მას კონტრაქტი ამოეწურა და „ზაგლებიესთან“ მოგებული (4:0) მატჩის შემდეგ გუნდი დატოვა, ამ თამაშში კი „ვისლას“ მაისური ბოლოჯერ მოირგო.

„დასრულდა. სიტყვებს ვერ პოულობ როგორ ვგრძნობ თავს ახლა, მაგრამ ყველას მადლობას გიხდით, გულშემატკივრობისა და სიყვარულისთვის. ეს ხუთი წელი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და არასდროს დავივიწყებ. ყოველთვის ერთ-ერთ თქვენგანი ვიყავი და ეს არ შეიცვლება. კიდევ ერთხელ მადლობა და ნახვამდის“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

გიორგი მერებაშვილმა „ვისლას“ რიგებში 2016 წლიდან დღემდე 137 თამაშში თავი 21-ჯერ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ 34 წლის ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი და მოთამაშეა.

გიორგის საქართველოს ნაკრებში 32-ჯერ უთამაშია და ორი გოლი გაიტანა. მას „ვისლას“ გარდა, „დინამო თბილისში“, „ვოივოდინაში“, „ოფში“, „ვერიასა“ და „ლევადიაკოსში“ აქვს ნათამაშები.

0.120379