ფეხბურთი

23:00 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში ისევ ითამაშა, ამჯერად "ხეტაფესთან"

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. „ლევანტეს“ ქართველ ნახევარმცველს თამაშის შესაძლებლობა „ხეტაფესთან“ საგარეო მატჩში მიეცა.

21 წლის ფეხბურთელი მინდორზე 71-ე წუთზე ხოსე მორალესის ნაცვლად გამოჩნდა და 19 წუთი ითამაშა. მატჩი მადრიდელებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგეს.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ მთავარი გუნდის მაისურით მეხუთე თამაში ჩაატარა („ბეტისთან”, „ბარსელონასთან“ და „ხეტაფესთან“ ლა ლიგაში, „მურსიასთან“ და „პორტუგალეტესთან“ სამეფო თასზე) და 1 გოლი გაიტანა, სამეფო თასზე „მურსიასთან“. ისიც გავიხსენოთ, რომ ქოჩორაშვილს ლა ლიგაში დებიუტი ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს „ბილბაოსთან“ ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ „ლევანტე“ 40 ქულით მე-14 ადგილზეა და გავარდნა არ ემუქრება, 21 მაისს კი ბოლო ტურში „კადისს“ უმასპინძლებს.

0.118364