ჩოგბურთი

18:27 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იგა სვიატეკი იტალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, 19 წლის პოლონელი იგა სვიატეკი საუკეთესო ფორმაში იმყოფება. დღეს იტალიის ღია პირველობის ფინალში, მან ჩეხ კაროლინა პლიშკოვას 6-0, 6-0 მოუგო. შეხვედრა 46 წუთში დასრულდა.

ბოლო ხუთ წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როცა WTA-ს ტურნირის ფინალში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა. ბოლოს მშრალად რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, ლატვიელ ანასტასია სევასტოვას, ბუქარესტის ტურნირის ფინალში მოუგო.

„ეს დღე სწრაფად უნდა დავივიწყო. ხანდახან ხდება, როცა არაფერი გამოგდის. იგამ კი შესანიშნავად ითამაშა“, - განაცხადა პლიშკოვამ, ვისაც ფორო იტალიკოზე ტურნირი 2019 წელს აქვს მოგებული და მას შემდეგ, ფინალში ორჯერ გააღწია.

სვიატეკისთვის კი ტურნრი იოლი არ ყოფილა. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ დღეში ორი ძნელი შეხვედრის გამართვამ მოუწია. მესამე წრეში, ჩეხ ბარბორა კრეიჩიკოვასთან შეხვედრაში, ორი მტჩ პოინტი მოიგერია. შაბათს კი ჯერ მეოთხედფინალში ტურნირის ორგზის ჩემპიონს, უკრაინელ ელინა სვიტოლინას მოუგო, იმავე საღამოს კი ტურნირს ამერიკელი კოკო გოფი გამოთიშა.

„რთული კვირა მქონდა. მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერი გავიარე. დღეს ძალიან მონდომებული ვიყავი და ჩემი თავით ვამაყობ“, - განაცხადა სვიატეკმა, ვინც კარიერაში მესამე ტურნირი მოიგო და რომში ტრიუმფის შემდეგ, რეიტინგის ათეულში შევა.

0.165302