ფეხბურთი

12:30 | 16.05.2021 | ნანახია NaN - ჯერ

კლოპი: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის ველურ ბარათს არავინ მოგვცემს, ეს უნდა დავიმსახუროთ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაზე და იქ მოხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის მისაღებად ველურ ბარათს არავინ იძლევა და იქ სათამაშოდ, კვალიფიცირებაა საჭირო.

„ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის აქვს გავლენა და ეს ნათელია. ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ ყველაფრისთვის. ჩემი აქ მუშაობის პერიოდში პირველ წელს ნამდვილად არ გვქონდა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი, მაგრამ მას შემდეგ ყოველწლიურად ვახერხებდით იქ თამაშის უფლების მოპოვებას და ეს ყოველთვის იყო მთავარი მიზანი. ეს გარკვეულწილად კლუბის ამბიციებზე მიანიშნებს.

ამ სეზონში არასტაბილურები ვიყავით, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის, ყველას სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მაგრამ ფეხბურთიდან ვერ წავალთ, თუ საგზურს ვერ მოვიპოვებთ და არც რვა ფეხბურთელს ვიყიდით იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ.

სამწუხაროდ, ველურ ბარათს არავინ მოგვცემს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მისაღებად, თუ პრემიერლიგიდან კვალიფიკაციას ვერ მოვახერხებთ. სხვა კარგ გუნდებსაც არაფერი აქვთ ჯერჯერობით გარანტირებული. წარმოიდგინეთ ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსის“ გარეშე - რთულია. უნდა დაიმსახურო იქ თამაში და მაშინ ხარ მისი ნაწილი, თუ არ იმსახურებ, ვერც ითამაშებ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ მეოთხეადგილოსან „ჩელსის“ ოთხი ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და მისი კონკურენტები „ჩელსი“ და „ლესტერი“ უახლოეს ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:19 | 17.07.2021
Dato1992 (177)

ისე ნომერ პირველი კონტენდერია ასეც და ისეც

13:19 | 17.07.2021
Dato1992 (177)

წინა ოლიმპიადებზე 2სეტის მოგებამდე იყო ხოლმე და ამიტომ იმდენად ფავორიტი ვერააა როგორც შლემებზე

12:10 | 17.07.2021
KoRBeN DaLLaS (24824)

რა ენაღვლება რაა... ჩოგნის მაგივრად დაჭეჭყილი ტაფა რომ დააჭერინონ ხელში, იმითაც მთავარი ფავორიტი იქნება ყველგან

0.11595