ფეხბურთი

11:02 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ "რეალს" ტოვებს

მადრიდის „რეალიდან“ ზინედინ ზიდანის წასვლის შესახებ ხმები სულ უფრო აქტიურად ვრცელდება. Goal-ის ცნობით, ფრანგმა სპეციალისტმა ფეხბურთელებთან უკვე ისაუბრა და აცნობა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ზიდანს კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მზადაა ხელშეკრულება გაწყვიტოს იმის მიუხედავად, თუ რა შედეგით დაასრულებს „სამეფო კლუბი“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონს.

ზიდანის მემკვიდრეთა შორის ორი კანდიდატი სახელდება - რაული და მასიმილიანო ალეგრი. რიგი გამოცემების ცნობით, ფავორიტი გამოცდილი იტალიელია, რომელიც 2019 წლიდან უმუშევარია, ხოლო გამოცემების ნაწილი წერენ, რომ ზიდანს რაული შეცვლის, რომელიც 2018 წლიდან მადრიდელთა მეორე გუნდში მუშაობს.

რაც შეეხება ზიდანის მომავალს, მას აქტიურად ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, საიდანაც დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ანდრეა პირლოს დაითხოვენ.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად პირველად 2016 წელს დაინიშნა, 2018 წელს პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, მაგრამ რამდენიმე თვეში გუნდს დაუბრუნდა და მას სხვა კლუბში მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112897