სხვა

2:13 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მერვე ეტაპი ვიქტორ ლაფაიმ მოიგო

ჯირო დ’იტალიას მერვე ეტაპი, „კოფიდისის“ ფრანგი ვიქტორ ლაფაის გამრჯვებით დასრულდა. დღესვე ველომარათონს გამოეთიშა ავსტრალიელი ქეილებ ევანსი, ვინც მიმდინარე რბოლაში უკვე ორი ეტაპის მოგება მოასწრო. ის მუხლის ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

25 წლის ლაფაი იმ ცხრა ველომრბოლთაგანი იყო, რომლებმაც 170-კილომერტრიანი ეტაპის ბოლო აღმართზე, ძირითადი ჯგუფი ჩამოიტოვეს. ლაფაიმ საბოლოოდ ყველა ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მას 36 წამით ჩამორჩა იტალიელი ფრანჩესკო გავაცი (ეოლო-კომეტა), მესამე ადგილი კი გერმანელმა ნიკიას არნდტმა (ტიმ DSM) დაიკავა.

„ეტაპის“ დასაწყისში ბევრი ენერგია დავხარჯე, რათა დავწინაურებულიყავი. წინ გასვლის ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ პელოტონი ბევრ სივრცეს არ ტოვებდა. მაგრამ საბოლოოდ, წინ გასვლა შევძელით. და როგორც კი სხვაობამ ზრდა დაიწყო, ძალის ნაწილობრივ აღდგენა მოვახერხე. ბოლოსკენ რამდენიმე შეტევა იყო. მე ბოლო კილომეტრებზე ვცადე დაწინაურება და დავინახე, რომ ვერავინ გამომყვა“, - ყვება ლაფაი.

ლიდერის ვარდისფერი მაისური, „გრუპამა-FDJ-ს“ უნგრელმა ატილა ვალტერმა შეინარჩუნა. ლიდრთა სამეულში არც არაფერი შეცვლილა. ვალტერი ისევ 11 წამს უგებს მეორეზე მყოფ ბელგიელ რემკო ევენპოელს (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) და 16 წამს - კოლუმბიელ ეგან ბერნალს (ინეოს გრენადერსი).

„ჩემთვის და გუნდისთვის კარგი დღე იყო. როდესაც რამდენიმე მრბოლი დაწინაურდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა. საოცარია, როდესაც ხედავ, რომ თანაგუნდელები შენზე მუშაობენ. და ფანტასტიურია, რომ მალია როსას კიდევ ერთხელ ჩავიცვამ“, - განაცხადა ვალტერმა.

რაც შეეხება ევანს, ის მიმდინარე რბოლის დასრულებას არც გეგმავდა. ჯირო მისთვის ტურისთვის მზადების ნაწილი იყო. ტურ დე ფრანსზე, რომელიც 26 ივნისს დაიწყება, ის სპრინტერული ეტაპების მოგებას გეგმავს. ის ამბობს, რომ სპრინტერების ფეხების დასვენებას განსხვავებული პირობები ესაჭიროება და თუ ჯიროს დასრულებას ეცდება, მომდევნო თვეებში ძალა აღარ შერჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088185