ფეხბურთი

1:52 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: „ჩემპიონთა ლიგა „მილანის“ სახლია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, სერია A-ს 37-ე ტურის, „კალიარისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„შინ ვთამაშობთ და ეს დაგვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენთვის. გვინდა წარმატებით დავამთავროთ ეს კვირა შედეგების თვალსაზრისით.

ჩემპიონთა ლიგა „მილანის“ სახლია და ის ფაქტი, რომ იქ დიდი ხანია აღარ გვითამაშია, დამატებით მოტივაციას გვძენს.

ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ვიცით, როგორ მოვემზადოთ „კალიარის“ წინააღმდეგ სათამაშოდ. ვაგრძელებთ მუხლჩაუხრელ მუშაობას.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

„მილანი“ – „კალიარის“ შეხვედრა 16 მაისს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება „სან-სიროს“ სტადიონზე.

0.113125