ფეხბურთი

22:27 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერი,“ პირველად ისტორიაში, ინგლისის თასის მფლობელია

მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო შეჯიბრის, ინგლისის ასოციაციის თასის 140-ე გათამაშების ფინალში, „ლესტერმა“ „ჩელსის“ იური ტილემანსის მიერ 63-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო და ისტორიში პირველად დაეუფლა პრესტიჟულ ჯილდოს (აქამდე ოთხი ფინალი წაეგო).

90-ე წუთზე ლონდონელთა მცველმა, ბენჯამინ ჩილუელმა გაათანაბრა, მაგრამ VAR-მა თამაშგარეს მიზეზით გაუუქმა გოლი.

მატჩს ლეგენდარულ „უემბლიზე“ 21 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც პანდემიის პირობებში ინგლისში სარეკორდეო მაჩვენებელია.

„ჩელსიმ“ პირველად ითამაშა ახალი დიზაინის ფორმით. ასეთი მათ 2021-22 წლების სეზონში ეცმებათ.

ინგლისის თასის (FA Cup) ფინალი

15 მაისი. ლონდონი. „უემბლი“

ჩელსი - ლესტერი 0:1

0:1 ტილემანსი (63)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა (ჰადსონ-ოდოი 76), ტიაგუ სილვა, რუდიგერი, ჯეიმსი, ალონსო (ჩილუელი 68), კანტე, ჟორჟინიო (ჰავერცი 75), მაუნტი, ზიეში (პულიშიჩი 68), ვერნერი (ჟირუ 82)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ლესტერი: შმეიხელი, კასტანი, სეიუნჯუ, ევანსი (ოლბრაიტონი 34), ფოფანა, ტომასი (მორგანი 82), ნდიდი, ტილემანსი, პერესი (ჩუდჰური 82), იჰეანაჩო (მედისონი 67), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ვერნერი (40); ფოფანა (36)

0.128764