„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან შეხვედრის შესახებ უამბო.
„წვრილმანებზე არ შევჩერდები. ვისაუბრეთ გუნდზე, სეზონზე, შედეგებზე. ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრაზეც შევთანხმდით.
აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. დარჩენა მსურს. უკვე ვიცი, როგორ შეიძლება სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა.ჯერ არაფერი მთავრდება.
ბოლო დროს ვგრძნობ, რომ პრეზიდენტი კარგი თვალით მიყურებს. ამიტომ ამ მხრივ არ ვნერვიულობ.
თუ სეზონს გავაანალიზებთ, დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, ჩემპიონობის შანსს კვლავ ვინარჩუნებთ, ქვეყნის თასი მოვიპოვეთ. თუმცა, მთავრი მაინც ახალგაზრდების წახალისებაა პირველ გუნდში.
არადა, როცა გაზეთებს კითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რაღაც ჩავარდნა გვაქვს. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.