ფეხბურთი

20:23 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დარჩება

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, მომავალ სეზონში თანამდებობაზე დარჩება - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

მისი ინფორმაციით, „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა ენდობა ესპანელ სპეციალისტს და მასთან ერთად გეგმავს საზაფხულო ტრანსფერებს.

პრემიერლიგის 36-ე ტურში „არსენალმა“ ემილ მიტ-როუს გოლით სტუმრად დაამარცხა „ჩელსი“ და 55 ქულით ამჟამად ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მათ კარგა ხანია დაკარგეს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედიზედ მეხუთედ ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპა ლიგაზე არტეტას გუნდმა ნახევაფინალამდე მიაღწია, სადაც ესპანურ „ვილიარეალთან“ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112831