ფეხბურთი

15:28 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "იტალიაში თავდაცვა ხელოვნების ნიმუშია"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა იტალიაში თამაშის უპირატესობაზე ისაუბრა და თქვა, რომ აპენინის ნახევარკუნძულზე თავდაცვა ხელოვნების ნიმუშია.

„იტალიაში ფეხბურთის სხვა სტილს მივეჩვიე. როდესაც „აიაქსში“ ვთამაშობდი, მეტი ყურადღება ექცეოდა კონკრეტულ თავდამსხმელებს და ახლა ზონაში თამაშიც მიწევს. ამ კუთხით კიელინი ოსტატია. მას დიდი გამოცდილება აქვს და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. იტალიაში თავდაცვა ხელოვნების ნიმუშია და ეს შესანიშნავია. მოხარული ვარ, რომ აქ ნამდვილად შემიძლია ვაჩვენო ის, რისი შესაძლებლობაც მაქვს“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსს“ 2019 წელს „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ შეუერთდა და ტურინელთა რიგებში დღემდე ჩატარებულ 72 მატჩი 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.119609