ფეხბურთი

13:22 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სელესაო“ ეკვადორთან და პარაგვაისთან მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: დანი ალვეში (სან პაულუ), დანილო (იუვენტუსი, იტალია), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ლუკას ვერისიმო (ბენფიკა, პორტუგალია), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), დუგლას კოშტა (ასტონ ვილა, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო)

თავდამსხმელები: ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ბარბოსა (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი)

ბრაზილიის ნაკრები 3 ივნისს ეკვადორს, ხოლო 8 ივნისს პარაგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. „სელესაო“ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერობს.

0.113154