ფეხბურთი

0:38 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან

14 მაისს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვედრას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კოვიდ 19-ის პანდემიისგან გამოწვეული რისკები შეაფასეს, ასევე განიხილეს მიმდინარე საფეხბურთო სეზონი და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.

​კლუბებთან გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

დავით მუჯირი: "კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, კრისტალბეთ ეროვნული ლგიისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს, უკვე დიდი ხანია ფიზიკურდ არ შევხედრივართ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში, დღეს კი, ერთმანეთს სასტუმრო შერატონში შევხვდით.

​ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე, კლუბების წარმომადგენლებს კითხვები ასევე ჰქონდათ ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ. დღევანდელ შეხვედრას ფონდის დირექტორი და მისი მოადგილეც ესწრებოდნენ. ვთვლი, რომ საჭირო შეხვედრა გაიმართა, მნიშვნელოვანია ჩვენს სამუშაო პროცესს სისტემატიური ხასიათი ჰქონდეს.

მსურს წარმატება ვუსურვო ყველა კლუბს როგორც მომდევნო ტურში, ასევე სამომავლოდ. განსაკუთრებით კი იმ გუნდებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ევრო ტურნირებზე წარმოადგენენ."

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან სისტემატიური სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ELIGA.GE

0.115865