ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ვესტ ჰემის" შემტევი ჯესი ლინგარდი პრემიერლიგის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ასევე, ჯესი თვის საუკეთესო გოლის ავტორადაც დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ლინგარდმა გასულ თვეში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა. ჯესიმ გოლები "ვულვზის", "ლესტერს" (დუბლი) და "ნიუკასლს" გაუტანა. ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედმა" იანვარში "ჩაქუჩებში" გაანათხოვრა და მას შემდეგ ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი ცხრა გოლით გამოიჩინა.