ფეხბურთი

19:55 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ბრიუსი გამოარჩიეს

"ნიუკასლის" დამრიგებელი სტივ ბრიუსი პრემიერლიგის აპრილის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"კაჭკაჭებმა" გასულ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარეს და აქედან ორი "ბარნლის" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მოიგეს, ხოლო "ლივერპულთან" "და "ტოტენჰემთან" შეხვედრებში ფრე დააფიქსირეს. ამ დროისთვის "ნიუკასლი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე 39 ქულით იმყოფება და ჩემპიონშიფში დაქვეითება არ ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116585