ფეხბურთი

17:32 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე ლევანდოვსკიზე: "ვინ გაყიდის ფეხბურთელს, რომელიც წელიწადში 60 გოლს იტანს?"

მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლა გამორიცხა. როგორც გერმანელმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ პოლონელი მომდევნო სეზონშიც „რეკორდმაისტერში“ ითამაშებს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ის დარჩება. ვინ დაკარგავს ფეხბურთელს, რომელიც წელიწადში 60 გოლს იტანს? გარდა ამისა, მის აგენტებს ჩვენთან არ უსაუბრიათ, მისი შესაძლო წასვლის შესახებ“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ რობერტ ლევანდოვსკი 2014 წელს „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მას შემდეგ მიუხენურ გუნდში ჩატარებულ 322 მატჩში 292 გოლი აქვს გატანილი.

0.124026