საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კახურ გუნდს 41 წლის გიორგი მიქაძე გაწვრთნის. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
გიორგი მიქაძემ სამწვრთნელო კარიერა 2013 წლიდან დაიწყო და სხვასასხვა დროს "ზესტაფონში", მარტვილის "მერანში", საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებსა და "სამტრედიაში უმუშავია.
სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც - ბესიკ აბულაძე, რომელიც გუნდს რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ დროებით წვრთნიდა, მიქაძის პირველი თანაშემწე იქნება, ხოლო მეორე ასისტენტად 39 წლის სერგი ორბელაძე იმუშავებს, მეკარეების მწვრთნელი კი ლევან აბაშიძე იქნება
შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის 13 ტურის შემდეგ "თელავს" 8 ქულა აქვს და ბოლო, მე-10 პოზიციაზე იმყოფება.





