„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ლივერპულთან“ მარცხის (2:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, მაღალი დონის მეტოქესთან მსგავსი გოლების გაშვება მიუღებელია.
„კარგი გუნდებისა და კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ მიუღებელია ასეთი მარტივი გოლების გაშვება, განსაკუთრებით ასეთ დროს. ჩვენ თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ უპირატესობა ვერ განვავითარეთ. პირველ ტაიმში უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო. როდესაც მეორე ტაიმის დაწყებიდან 70-80 წამში გოლს უშვებ, მერე ყველაფერი ძნელი ხდება.
გვინდა ყველა მატჩის მოგება და მზად ვართ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ ამ თამაშში ბევრი არადამახასიათებელი შეცდომა დავუშვით“, - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და პარალელურად ევროპა ლიგის ფინალშია გასული, სადაც ესპანურ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.