ნიდერლანდების ერედივიზიონიდან „ვენლო“ გავარდა, მაგრამ ამ გუნდის ბერძენი ფორვარდი გეორგიოს იაკუმაკისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს ფეხბურთში ხშირად ნამდვილად არ ხდება, როდესაც აუტსაიდერი გუნდის ფეხბურთელი ბომბარდირღა დავაში იმარჯვებს.
იაკუმაკისმა 30 მატჩში 26 გოლი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლომდე ერთი ტური დარჩენილია, ძნელი წარმოსადგენია ვინმემ გადაასწროს, რადგან პსვ-ს შემტევ მალენს 7 გოლით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ „ვენლომ“ ჩემპიონატში 43 გოლი გაიტანა და აქედან ნახევარზე მეტი (26) ბერძენი ფეხბურთელის ანგარიშზეა.
„ვენლოს“ გავარდნა „აიაქსთან“ მარცხის (1:3) შემდეგ გაოფიციალურდა და სამშვიდობო ზონაში მყოფ „ემენს“ 4 ქულით ჩამორჩება, რასაც ერთ ტურში ნამდვილად ვერ აღმოფხვრის.