მილანის "ინტერისა" და "რომას" შეხვედრაში ანტონიო კონტემ ლაუტარო მარტინესი შეცვალა, რამაც არგენტინელი ფეხბურთელის გაბრაზება გამოიწვია. მწვრთნელაც მას პასუხი გასცა და სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, დროებით. ისინი დღეს ვარჯიშზე საინტერესო მეთოდით შერიგდნენ - კრივი გააჩაღეს და ეს ვიდეო "ნერაძურის" სოციალურ ქსელში გავრცელდა.







