ფეხბურთი

16:23 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ "ალ-სადთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჩავი ერნანდესმა „ალ-სადთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ყატარულ გუნდს 2023 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ეს ნიშნავს, რომ ჩავი უახლოეს პერიოდში „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად არ დაინიშნება.

„ვამაყობ, რომ „ალ-სადში“ ვაგრძელებ მუშაობას. ერთად ბევრს მივარწიეთ, მოვიგეთ მატჩები და ტიტულები, ყველანი ვამაყობთ ამ წარმატებით. ყველა ჭორი კონტრაქტის პუნქტის შესახებ, რომელიც საშუალებას მაძლევს ნებისმიერ დროს წავიდე, სიმართლე არაა. მე კონტრაქტს მოვაწერე ხელი ორი სეზონით და პატივს ვცემ შეთანხმებას“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ხშირად უკავშირებენ, თუმცა, ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა ჯერჯერობით „ალ-სადში“ დარჩენა ამჯობინა.

0.125691