ყოფილი დამრიგებელი, ფრენკ ლამპარდი, „კრისტალ პალასის“ მთავარმწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატია - წერს The Telegraph.
„არწივების“ ახლანდელი თავკაცის, 73 წლის როი ჰოჯსონის კლუბთან კონტრატს ვადა სეზონის დამთავრებისთანავე ეწურება და ის სამწვრთნელო კარიერის დასრულებას აპირებს.
ლამპარდი „ჩელსის“ 2019-21 წლებში წვრთნიდა. მანამდე „დერბი ქაუნთის“ თავკაცობდა, რომელიც ჩემპიონშიფის ფლეი ოფში გაიყვანა.